პეტრე პირველი - ქართული გენი
- ალექსანდრე ახატნელი
- Dec 20, 2023
- 20 min read

ავტორისაგან:
ყოველ ერს ჰყავს გამორჩეული შვილები, რომელთა როლისა და დამსახურების შესახებ მსჯელობა არ წყდება. თაობათა გადასახედიდან, მათ შესახებ, შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი აზრიც არსებობდეს. რუსი ერისათვის ასეთებია იმპერიის შემქმნელი პეტრე დიდი და საბჭოთა იმპერიის შემქმნელი იოსებ სტალინი. მესამე დემოკრატიული~ იმპერია ჯერ არ შექმნილა. რუსეთის იმპერიის შემქმნელი პეტრე დიდის ცხოვრება და მოღვაწეობა ყოველთვის დიდი ინტერესისა და აზრთა სხვაობის საგანი იყო.
ქართული საზოგადოებაც არ წარმოადგენდა ამ მხრივ გამონაკლისს.. არც ავტორი.
მოარული ხმების გარდა, იყო ისეთი მინიშნებებიც, როგორიც ს. დიანინის მიერ შექმნილ წიგნშია კომპოზიტორ ბოროდინის შესახებ. იყო მუდმივი ძიება მოსკოვისა და ლენინგრადის (სანკპეტერბურგის) არქივებში და სპეციალურ საცავებში. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი, სულმნათი აკაკი გაწერელიას მოგონებაა. მან შეიძლება კიდევაც დატოვა ჩანაწერი. აქ კი იმ სახით გადმოიცემა, როგორც მოგვიყვა მასთან სტუმრობისას, კეკელიძის ქ. ორ ნომერში:
1937 წ. მოსკოვში, ქართული კულტურის დეკადის მონაწილე რამდენიმე პირი, ვესტუმრეთ დიდ რუს მწერალ ალექსი ტოლსტოის, გაოცება გამოიწვია პეტრე დიდის პორტრეტთა სიუხვემ. კითხვებზე, ალბათ ძალიან გიყვართ პეტრე, რომ ყველავტორისაგან მისი პორტრეტებია, გვიპასუხა: მძულს, ჩვენი გაოცების პასუხად, გვანახა პეტრეს დედის ნატალია ნარიშკინას წერილი ნიკოლაი დავიდოვიჩისადმი (ასე ეძახდნენ რუსეთში ერეკლე I), სადაც ეწერა, როგორი ცელქი იზრდება მათი პეტრუშა. იქვე დაამატა, რომ პირადად სტალინმა უბრძანა არ გაეხმაურებინა პეტრეს მამის ვინაობა. მუდმივი აკრძალვა არ არსებობს. ამის მოკრძალებული შედეგია წინამდებარე ნაშრომი.
წინამდებარე მოკლე ნაშრომი რუსეთის იმპერიის ფუძემდებლის, პეტრე რომანოვის წარმომავლობას ეხება. ამ მხრივ მისი პიროვნება დღემდე მაინც მივიწყებული იყო.
ალექსანდრე ახატნელი
- - - - -
-თქვენი დედაც იყვირა ღვინით შეთამამებულმა მეფემ
_ შეხედეთ ივან მუსინ-პუშკინს. შესანიშნავად იცის, რომ მამაჩემის გაკეთებულია. ამიტომ ჰგავს ჩემ უფროს დას სოფიას. მასავით დაბალი, მოკლეკისრიანი, ბალნიანი და სახეღაჟღაჟაა. ასეთი იყო მამაჩემი, ასეთებია ჩემი და-ძმები, მე ვის დავემსგავსე მაღალი, შავგვრემანი, შავი ტალღისებური თმით? მინდა ვიცოდე, ვინ გამაკეთა?
ვის უნდა ეთქვა ყმაწვილისათვის, რუსეთის მეფისათვის, ვინ იყო მისი შემქმნელი? რომც სცოდნოდათ, სიკვდილით დასჯის შიშით, ვინ გაამხელდა საიდუმლოს?
არა და, ნებისმიერი ადამიანის უფლებაა იცოდეს, ვისი მცდელობით მოევლინა ქვეყნიერებას.
მეფე პეტრე რომანოვი ამაოდ ცდილობდა გარშემო მყოფთათვის ეთქმევინებინა სიმართლე. გამწარებული სწვდა საყელოში ბოიარ ტიხონ სტრეშნევს.
_ შენ იდექი ხოლმე დედოფლის საძინებლის მხარეს. შენს მეტი ვინ შეძლებდა იქ ფარულად შესვლას. თქვი სიმართლე.
_ მე არა. ჯერ ერთი ყოველთვის ორნი ვმორიგეობდით სასახლის ქალთა ნაწილის კარებთან. ჩვენ იქით გახედვის უფლებაც არა გვქონდა. შიგნით მხოლოდ ქალები ემსახურებოდნენ ნატალია კირილეს ასულს.
_ მაშ ვინ, გერმანელი ექიმი? დანიელ ფონ გადენი? ვინ? ვის ჰქონდა რუსეთის დეოდოფლის სანთიბიოში შესვლის უფლება? შენ, სტრეშნევ, შენ.
_ მეფევ, ნუ გამირისხდებით. დედოფლის პალატებში სიცხადისათვის უპრიანია თავად რუსეთის სამეფოსა და იქ არსებული წესრიგის შესახებ ზოგიერთი ცნობის დამახსოვრება.
გვერდი აუაროთ პრობლემას: `ეგრეთ წოდებული~კიევის რუსეთის ისტორია
უკრაიელებისაა თუ რუსების. გამოვტოვოთ, ვიკინგების რუსეთში `მოღვაწეობისა~ და
რიურიკების `შემოქმედების~ საკითხები. ფაქტია, რომ მეფე თევდორე ივანეს ძის სიკვდილით მთავრდება ივანე კალიტას ჩამომავლების ზეობა რუსეთში. ესაა 1598 წელი. ამას მოსდევს ბორის გოდუნოვის, ვასილ შუისკის, პოლონელებისგან თავსმოხვეული ცრუ დიმიტრი პირველის, მეორის, მესამის პოლიტიკური შოუ. ყოველივე მთავრდება
მიხეილ თევდორეს ძე რომანოვის გამეფებით. მიხეილს ცვლის ალექსი, შემდეგ მისი ვაჟები თევდორე, ივანე და პეტრე. ალექსი მიხეილის ძე მანამდე დავიმახსოვროთ ასეთი ცნობები: რუსეთი ისეთი `დიდი~ ქვეყანა იყო, რომ მხოლოდ XV-XVI საუკუნეებში მიიერთა სმოლენსკი, ჩერნიგოვია, ბრიანსკი.
ბოლოს მოახერხა გაფართოება აღმოსავლეთით და დაეუფლა ყაზანს, ასტრახანს, ციმბირის, ცივილიზაციას მოწყვეტილ, მხარეს. დიდი მცდელობის მიუხედავად (მხედველობაშია ლივონიის ომი (1558-1583წ.წ) და შვედეთთან ომი (1656-1661წ.წ.) რუსეთმა ბალტიის ზღვის სანაპიროებს ვერ მიაღწია, ამას ემატებოდა თურქეთის იმპერიის მიერ შავი და აზოვის ზღვების ჩაკეტვა რუსეთისათვის.
რუსეთის სამეფო ისეთი `დიდი~ და მძლავრი იყო რომ ყირიმის ხანმა დევლეთ გირეიმ 1571 წ. 24. მაისს მოსკოვი აიღო, გადაწვა და რუსებს მკაცრი პირობები წაუყენა. კერძოდ, ივანე მრიხსანეს მიერ დაპყრობილი, ყაზანისა და უფრო სამხრეთით არსებული ასტრახანის დაბრუნება თათრებისათვის.
იმ დროს ყირიმი და კავკასიონის ჩრდილოეთი მხარე თათრების საბატონო იყო. დიდი რუსი ისტორიკოსი ვასილ ტატიშჩევი ყირიმელებს და ადიღეველებს, ყაბარდოელებს, აბაზინებს, (ჩერქეზების საერთო სახელით ცნობილ ტომებს), თათრულ წარმოშობისად მიიჩნევდა. ცნობა, რომ ადიღეველები შავი და აზოვის ზღვების ჩრდილო მხარედან გადმოსახლდნენ ყუბანისპირეთში, შეიძლება მათ საერთო წარმომავლობაზეც
მიუთითებდეს.
ასეა თუ ისე, თათრები მოკავშირეობდნენ თურქებთან და საერთო ძალით ხელყოფდნენ რუსეთის წ ი ნ ს ვ ლ ა ს . რ უ ს ე თ ი მტრებისაგან ჩაკეტილი, საერთო ცივილიზაციას მოწყვეტილი ქვეყანა გახლდათ. მონღოლურთათრული დანატოვარი, თუნდაც გადარუსებული, ვრცელ და ხალხმრავალ სახელმწიფოს აღარ აკმაყოფილებდა.
ლიტვის დიდი სამთავროს, ტევტონთა ორდენის, პოლონეთისა და სხვათა სათამაშო რუსეთი ისტორიულ წარსულს ბარდებოდა. მართალი იყო გეორგ ვილჰელმ ჰეგელი, როცა ამტკიცებდა: რაოდენობრივი ცვლილება, თვისობრიობის ცვლილებას გამოიწვევს. რუსეთში, რუსებისა და გარუსებულების რაოდენობრივმა ცვლილებამ, დღის წესრიგში დააყენა რუსეთის თვისობრივი ცვლა. 17 ს. მეორე ნახევარში რუსეთის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა მომწიფებული იყო.
მეცნიერება გვასწავლის; საზოგადოების ხელმძღვანელს შეუძლია დააჩქაროს განვითარება, შეაფერხოს ან უკან დასწიოს, იმის მიხედვით, როგორ ესმის მას ობიექტური კანონზომიერება. 17 ს. რუსეთში ასეთი იყო მდგომარეობა:
სახელმწოფოს სათავეში იდგა შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე მეფე. მეფეს ემსახურებოდნენ, `ბოიარები~ (თავადები). რამდენადაც სიასამურის ბეწვეულის რაოდენობით იზომებოდა სიმდიდრე, ისინი შემოსილნი იყვნენ ამ ტყავით. თავზე მაღალი ბეწვის ქუდები ეხურათ და წვერმოშვებულები, მოღვაწეობდნენ მეფის კარზე, ასე ისხდნენ სათათბიროში.
მეფე `ბოიარების~ მეშვეობით განაგებდა `პრიკაზებს~ (სამინისტროებს). მათ გარდა, მეფეს ჰყავდა `ოკოლნიჩები~, `დიაკები~ და `ვოევოდები~. `ოკოლნიჩები~ როგორც წესი საზღვრისპირა სამხედრო-სამოქალაქო დასახლებებს განაგებდნენ და საჭიროების მიხედვით ელჩების მოვალეობას ასრულებდნენ. `დიაკები~ `პრიკაზჩიკებად~ ინიშნებოდნენ და სახელმწოფოს მსხვილ მოხელეთა წრეს ქმნიდნენ. მათი მეშვეობით ხორციელდებოდა `პრიკაზების~ საქმიანობა. `ვოევოდები~ სამეფოს ცალკეულ პროვინციებს განაგებდნენ. ისინი სამი წლით ინიშნებოდნენ.
რუსთა სულიერ ცხოვრებას ეკლესია განაგებდა... 1587 წ. დააწესეს პატრიარქის თანამდებობა. იგი მეფის დასაყრდენს წარმოადგენდა უუფლებო მასის უდრტვინელი მორჩილების საქმეში. ეკლესია სანაცვლოდ უხვად იყო დასაჩუქრებული მეფისაგან. გამორჩეული მაინც, 15 საუკუნეში სერგი რადონეჟელის მიერ დაარსებული, სამების ლავრა (მონასტერი-ციხესიმაგრე) გახლდათ. მის მფლობელობაში ათასობით ჰექტარი მიწა და ასი ათასზე მეტი ყმა ითვლებოდა. მონასტერს არქიმანდიტრი განაგებდა. გადმოცემით, პირადად მას 180 კაცი ემსახურებოდა, ფეხსაცმელი ბრილიანტებით შემკული ჰქონდა, მიირთმევდა უნგრეთიდან მისთვის ჩამოტანილ ღვინოს. არ იკლებდა ამქვეყნიურ სიამოვნებას, რათა უკეთ ელოცა იმქვეყნად გასტუმრებულთა სულებისათვის.
რუსთა ძირითადი მასის (ყმა-გლეხთა და მსახურეულთა) უფლებებზე თუ უუფლებობაზე მსჯელობა კი არა, გაფიქრებაც მკრეხელობა იყო. სურათის სისრულისათვის, სამეფოს სამხედრო ცხოვრებაზეც. რუსეთი ფეოდალურ ჯარს ეყრდნობოდა. 1551 წ.მეფე ივანე მრისხანემ შექმნა 40 ათასიანი მსროლელების (`სტრელეცკების~) პოლკები. აქედან 15 ათასი მოსკოვს იცავდა და მეფის ბრძანებებს ასრულებდა. `სტრელეცკობა~ (მსროლელობა) მემკვიდრეობითი მოვალეობა იყო. შვილს არ შეიძლება ნაკლები თანამდებობა მიეღო, ვიდრე ეკავა მამას. ვის სჭირდებოდა პირადი გამორჩეულობა. მეფის სურვილი იყო კანონი ყველასათვის. რუსებისათვის კი კანონი, _ კანონია.
გვამცნობენ: პეტრე დიდის მამა ალექსი მიხეილის ძე რომანოვი, საკმაოდ განათლებული და კულტურული პიროვნება იყო. ბუნებით კეთილი და ლმობიერი, მტრებს, მეამბოხეებს და დამნაშავეებს მკაცრად უსწორდებოდა. დიდი ოჯახის მამა (ჰყავდა 14 შვილი, 6 ვაჟი და 8 გოგო) სამეფო კარის წესის თანახმად მაინც განმარტოებულად ცხოვრობდა. სამეფო რეზიდენციის (კრემლის) ქალთა ნაწილში ასევე კარჩაკეტილი იყო დედოფალი. ასევე იზრდებოდნენ შვილები.
ალექსი მეფე გრძნობდა ცხოვრების ასეთი წესის მონღოლურ ხასიათს. ცდილობდა ევროპული მიღწევების გაგებას და გაზიარებას. ამის გამო დაიახლოვა `ბოიარი~ არტამონ სერგის ძე მატვეევი, რომლის მეუღლე შოტლანდიელი ჰამილტონების გვარის წარმომადგენელი იყო და ოჯახიც ევროპულ ყაიდაზე იმართებოდა. ინგლისიდან, კრომველის დროს, სისხლიან გარჩევებს ბევრი გამოექცა. მათ შორის ჰამილტონები, ლესლი, გორდონი და სხვა. იმ დროს, კრემლთან ახლოს მდ. იაუზის ნაპირას (ახლა ეს მდიანრე ბეტონითაა გადახურული) იყო გერმანელების დასახლება. უცხოტომელები იქ ერთად იყვნენ და პატარა ევროპას ქმნიდნენ. შოტლანდიელი, ინგლისელი, ჰოლანდიელი, შვეიცარიელი, გერმანელი არისტოკრატები რუსების გაკვირვებასა და პატივისცემას იმსახურებდნენ თავისი ცოდნის, პატიოსნების, მოწესრიგებულობის გამო. ისინი ევროპიდან იწერდნენ წიგნებს, გაზეთებს და იყვნენ მსოფლიო მოვლენების კურსში. მოღვაწეობდნენ როგორც ექიმები, ფარმაცევტები, მასწავლებლები, ინჟინერ-ხელოსნები, ვაჭრები. ჰქონდათ თეატრი, იკრიბებოდნენ იოჰან მონსის ღვინის სავაჭროში, დროს ატარებდნენ, თათბირობდნენ. ჰქონდათ კათოლიკური ეკლესია.
რუსები ჯერ კიდევ მონღოლური ბატონობისას დანერგილი წესებით ცხოვრობდნენ. მათთვის უცხო იყო ევროპული ცივილიზაცია. არ ესმოდათ რა ენა, ევროპელებს კუკუშკებს (გუგულებს) ეძახდნენ, დასახლებას კი `კუკუი-ქალაქს~. კათოლიკობა კიდევ უფრო უცხო და მიუღებელი იყო მართლმადიდებელი რუსებისათვის, მით უფრო, რომ იმ დროს (17ს. შუა პერიოდში) იწყო ჩამოყალიბება ე.წ. `სტაროვერების~ რელიგიურმა მიმდინარეობამ. რუსეთი ააფორიაქეს `მოლოკნების, დუხობორების, ხლისტოვშჩინის~ მიმდევრებმა.
ალექსი მეფე ხელს უწყობდა ევროპელების რუსეთში ჩასახლებას და თავადაც ზოგჯერ ს ტ უ მ რ ო ბ დ ა არტამონ მატვეევს. არტამონს ცოლის გავლენით სახლი და სახლეულობა ევროპულ ყაიდაზე ჰქონდა მოწყობილი და ჩაცმული. ჰქონდა საკუთარი ბიბლიოთეკა, ქიმიის ლაბორატორია და პატარა საოჯახო თეატრი. მეფე არტამონის გარემოში ისვენებდა. ალექსი მეფეს ასევე უყვარდა მოსკოვის გარშემო სოფლების : კოლომენსკოე, ვორობიოვო, იზმაილოვო, პოკროვსკოე, სემიონოვსკოეს მონახულება – მონადირება.
რაც შეეხება სოფ. პრეობრაჟენსკოეს, აქ სამეფო რეზიდენცია იყო მოწყობილი. მიუხედავად მეფის ინტერესისა, კრემლი მაინც ნახევრად მონღოლური წესით ცხოვრობდა. მეფე ცალკე, ქალების განყოფილება (მეუღლე, დედა, დები, შვილები) ცალკე, ჩაკეტილები. ქალების განყოფილებას გარედან კაცები იცავდნენ, შიგნით მხოლოდ ქალები ემსახურებოდნენ. მათთან მეფის დაუკითხავად შესვლა სიკვდილის ტოლფასი იყო. ეკლესიაშიც კი ქალები დახურული კარეტით მიდიოდნენ, ცალკე შერჩეული გზით, რათა შემთხვევით მამაკაცებს არ გადაყროდნენ. თვით ექიმსაც არ ჰქონდა ავადმყოფი ქალის (მეუღლის, დ ი ს ) ხ ე ლ ი თ შეხების უფლება. უკიდურეს შ ე მ თ ხ ვ ე ვ ა შ ი ავადმყოფს ქსოვილს გადააფარებდნენ და ექიმი ისე სინჯავდა.
მეფის კარზე არსებული წეს-ჩვეულებათა და რელიგიურპოლიტიკური მოსაზრებების გამო ევროპელი მეფეები უარს ამბობდნენ რუსეთის მეფესთან დამოყვრებაზე. ამან აიძულა რუსები, გადმოეღოთ ბიზანტიისაგან მეფის საცოლის შერჩევის წესი. კრემლში, ცალკე განყოფილებაში, შეეკრიბათ სასურველი ქალწულები და შემდეგ დაკვირვება _ შესწავლის გზით შეერჩიათ საუკეთესო. არის ცნობა, რომ მეფე ივან ვასილის ძის (1435- 1505 წ.წ.) ვაჟისათვის დანიის მეფეს სთხოვეს ქალიშვილი. არა მხოლოდ მან, ბრანდერბურგის მარკგრაფმაც უარი განუცხადეს რუსებს, მაშინ ხუთასი ლამაზმანი `გასინჯეს~ კრემლში და მომავალი დედოფალიც ამ გზით შეარჩიეს.
ალექსი მიხეილის ძე რომანოვი ევროპული ცხოვრებსი წესით ინტერესდებოდა, მაგრამ რუსად ცხოვრობდა. ევროპას მოწყვეტილი, თურქებისაგან შეწუხებული, იგი ცდილობდა ალყის გარღვევას და ამ ხაზით ერთ შესაძლებლად მას მართლმორწმუნე ივერიასთან (ძირითადად კახეთის მეფესთან) კავშირის დამყარება მიაჩნდა. მართლმადიდებლური რუსეთის, მართლმადიდებლურ ივერიასთან დაახლოების საწინააღმდეგო რუსეთის საერო და სასულიერო საზოგადოებას არაფერი ჰქონდა. ივერიის მეშვეობით კი ბევრი სასიკეთო შეიძლებოდა მომხდარიყო.
ძნელია მარჩიელობა, რა აზრები აწუხებდა ჭკვიან მეფეს, როცა 1650 წ., ელჩების (ნიკიფორე ტოლოჩანოვისა და ალექსი იევლევის) მეშვეობით, თეიმურაზ I შვილიშვილის ლუარსაბის ან ერეკლეს მოსკოვში გაშვება მოსთხოვა. ალექსი მეფემ კარგად იცოდა, რომ იმერეთში გადახვეწილ კახეთის მეფედ ყოფილ თეიმურაზ I, მძიმე წარსული და უიმედო მომავალი ჰქონდა. დედა და შვილები, სპარსეთის შაჰმა აბას I დაახოცინა. ქალიშვილი დარეჯანი, ჯერ ზურაბ არაგვის ერისთავს მიათხოვა (გიორგი სააკაძის რჩევით), შემდეგ იმავე დარეჯანის მეშვეობით სიძე ზურაბი მოაკვლევინა და დაქვრივებული იმერეთის მეფე ალექსანდრეს მიათხოვა. ვაჟი დავით ქართლისათვის ბრძოლას შეეწირა. თავად თეიმურაზი შვილიშვილებით (ლუარსაბი, ერეკლე, ქეთევანი) იმერეთში აფარებდა თავს. სწორედ აქ მოსთხოვეს რუსეთის ელჩებმა ერთი შვილიშვილის მოსკოვში მივლინება. ბოლოს თეიმურაზ I დათანხმდა უმცროსის, ერეკლეს, გამგზავრებას. ერეკლეს თან გაჰყვა დედა, ელენე ლევანის ასული და ასამდე ქართველი საერო და სასულიერო პირი. ამის შემდეგ მოსკოვში ერეკლე ხდება ნიკოლაი დავიდოვიჩი, ხოლო ელენე, _ ელენა ლეონტიევნა. ასეთია რუსეთში მათი ცხოვრების თავისებურება. (ბატონ ვახტანგ ტატიშვილს აქვს სპეციალური კვლევა ჩატარებული ამავე საკითხებთან დაკავშირებით ფასეული ცნობები დაგვიტოვეს ბატონებმა ნიკო ტარსაიძემ და ნოდარ ნაკაშიძემ).
მკვლევართა მტკიცებით, იმ დროს მოსკოვში ციმბირელ მმართველთა ორი წარმომადგენელი იზრდებოდა ნიკოლოზმა (ერეკლემ) თავიდანვე დაჩრდილა სხვა მეფეთა შვილები. იგი მუდმივად ალექსი მეფის გვერდით იყო ომშიც, ლხინშიც, სალოცავშიც. მეფეს პირველი ცოლისაგან (მარია ილინიშნა მილოსლავსკისაგან) 14 შვილი ჰყავდა. რატომღაც გოგონები საკმაოდ ჯანმრთელები, ხოლო ბიჭები ავადმყოფები. შვილმრავალ მეფეს, შვილებს, `ნიკოლაი დავიდოვიჩი~, (ერეკლე I), ერჩია. ჟამთა აღმწერნი გვაუწყებენ, რომ მეფე და პატრიარქი შეთანხმებულად სწავლობდნენ და ზრდიდნენ ივერიის მეფისწულს. არავინ იცის რა ედოთ გულში რუსეთის მმართველებს. როცა მოსკოვში აგზავნიდა თეიმურაზ I ფიქრობდა, რომ მისი პატარა იმედი _ ერეკლე შეიძლება ალექსი მეფის დის ტატიანას საქმრო გამხდარიყო. რას ფიქრობდა თავად ალექსი რომანოვი? ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ყმაწვილი ერეკლე პოლონელების წინააღმდეგ წარმოებულ ომში ახლდა ალექსი მეფეს. სწავლობდა რუსული და მოწინააღმდეგე მხარის სამხედრო ხელოვნებას, იზრდებოდა და იწვრთნებოდა ევროპული ყაიდის მეფედ გახდომისათვის. სამეფო პატივს მაიგებდნენ დედამის ელენა ლეონტიევნასაც, რომელი სამეფოსათვის ამზადებდნენ მეფე და პატრიარქი ნიკონი ივერიელ მეფისწულს, უცნობია.
თავად ალექსი მეფეს, 14 შვილის მამას, ორმოც წელს გადაცილებულ, ავადმყოფობით შეწუხებულ მამაკაცს, 1667 წ. მოუკვდა შვილების დედა, დედოფალი მარია მილოსკავსკაია. იმ დროს, გარუსებული პოლონელი მილოსლავსკები, ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობდნენ და მდგომარეობის გამოყენებაც კარგად იცოდნენ.
დაქვრივების მომენტისათვის ალექსი მეფეს ხუთი გოგო და ორი ბიჭი დარჩა. ისე მოხდა, რომ ორივენი გამხდარი, ავადმყოფური გარეგნობისანი იყვნენ. ამასთან უმცროსი, ივანე, ნახევრად ბრმა და ჭკუა სუსტი გამოდგა. ამბობენ, რომ 6 წლის ასაკში ლაპარაკიც უჭირდა.
რა ექნა 42 წლის ჭკვიან მეფეს? მისი და წინაპრების მცდელობით მოპოვებული ვრცელი რუსეთის სამეფო ვისთვის უნდა ჩაებარებინა და იმედი ჰქონოდა რომ ქვეყანა წინსვლას გააგრძელებდა? ამავე დროს მის გვერდით იდგა შვილივით ნაზარდი, ძმასავით ერთგული, ერთმორწმუნე, ივერიის მეფეთა მემკვიდრე ნიკოლოზი. საშუალოზე მაღალი, მხარ-ბეჭიანი, შავგვრემანი ნიკოლოზი (ერეკლე) არა მხოლოდ სწავლობდა სახელმწიფო მართვის საქმეს, არამედ ფიზიკურადაც მუდმივად ვარჯიშობდა სამხედრო ხელოვნებაში. მის სამშობლოში მეფე ისევე იბრძოდა და სისხლს ღვრიდა, როგორც ნებისმიერი მეომარი. ამიტომ კიდევც გაოცდა, როცა ნახა, რომ რუსეთის მხედართმთავრობა ომს შორიდან ხელმძღვანელობდა და თავს ხიფათში არ იგდებდა.
დაქვრივებული მეფის წინაშე საქვეყნო და საოჯახო მძიმე პრობლემები დაგროვდა. იგი ბევრს ფიქრობდა და ცოტას ლაპარაკობდა. იშვიათად არტამონ მატვეევთან სტუმრობისას ცდილობდა საფიქრალისგან გაქცევას. ერთი ასეთი სტუმრობის დროს ნახა ქვრივმა გარუსებული თათრის, ღარიბი, `ბორიარის~, კირილე ნარიშკინის 18 წლის ასული ნატალია. მეფის ყურადღება მიიპყრო იმდენად არა გოგონას თავისუფალმა, ტემპერამენტიანმა ქცევამ, რამდენადაც გარეგნობამ. მართალია ზოგი ცნობით ნარიშკინები ჩეხური წარმომავლობისანი არიან, მაგრამ უფრო მართებული უნდა იყოს მათი თათრული ფესვებიდან მომდინარეობა. ნატალია კირილეს ასული ლამაზი შავგვრემანი ქალიშვილი გახლდათ. ალექსი მეფის პირველი ცოლი თუ ქერათმიანი იყო, თავადაც დაბალი, მსუქანი, ბალნიანი და სახეღაჟღაჟა, რა გასაკვირია, რომ შვილებიც ამდაგვარები გამოვიდნენ. ნატალია კი შავგვრემანია, ისევე, როგორც მისი აღზრდილი ივერიელთა უფლისწული. ვინ იცის რა იდეა დაიბადა მეფის გონებაში. ცნობილი ისაა, როცა ქალიშვილს გამოელაპარაკა `ხუმრობით~ უთხრა, რომ საქმროს თავად შეურჩევდა. რეიტერთა პოლკოვნიკ კირილე ნარიშკინისათვის ეს დიდი პატივი იყო. ხუმრობა საქმეა? ხელმოკლე კირილეს ასული შეძლებული ახლობლის, არტამონ მატვეევის ოჯახში იზრდებოდა და აქ იგი თავად მეფემ შეამჩნია.
ბოლოს მეფემ ნატალიას ცოლად მოყვანის სურვილიც გამოთქვა. გადმოცემის თანახმად არტამონ სერგის ძე მატვეევი, ნატალიას მფარველ-აღმზრდელი, მეფის გავლენიანი მოხელე გახლდათ. მას ებარა საგარეო და ფინანსური საქმეები. იგი ასევე ითვლებოდა მსროლელების (სტრელეცკების) უფროსად. მისთვისაც დიდი პატივი იყო მეფის სურვილის გამჟღავნება. მხოლოდ სთხოვა, რუსული ტრადიციის მიხედვით მოეწყოთ სადედოფლოს შერჩევა. ალექსი მეფე დათანხმდა.
შედეგად, კრემლის 7 პალატაში თავი მოუყარეს სამეფოში შერჩეულ 70 ქალიშვილს. ამბობენ რომ 7 თვის მანძილზე მიმდინარეობდა სადედოფლოს კანდიდატურის შერჩევა. პერიოდულად, მეფე დანიელ ფონ გადენის თანხლებით, აწარმოებდა მათზე დაკვირვებას. რა სახის იყო შესწავლაშერჩევა, არავინ უწყის, რადგან იქ სხვას არავის უშვებდნენ. იმასაც ამბობენ, რომ ალექსი რომანოვი და დანიელ ფონ გადენი აკვირდებოდნენ რა ქალიშვილებს, შთაბეჭდილებას ერთი-მეორეს უზიარებდნენ. იმასაც ამბობენ, რომ სადედოფლოს შერჩევის პროცედურა ფორმალური იყო, რადგან მეფემ ყოველივე წამოიწყო შავგვრემანი ნატალიას ხილვის შემდგომ და არჩევანიც სწორედ მასზე შეაჩერა.
ასე იყო თუ ისე, 22.01.1671წ. ქორწილი გადაიხადეს. ნატალია კირილეს ასული გახდა ალექსი მეფის მეორე ცოლი და რუსეთის სამეფოს დედოფალი. უპრიანია რუსეთში არსებული კიდევ ერთი წეს-ჩვეულების გახსენება. საქმე ქორწილს ეხება. ქორწილს, როგორც მიღებული იყო ხელმძღვანელობდა ე.წ. `ტისიაცკი~. დღეის გადასახედიდან `ტისიაცკის~ ფუნქციებისა და უფლებამოსილების განსაზღვრა რთულია. იგი იყო ერთდროულად ნეფის მამა, ქორწილის ხარჯის გამღები, მეჯვარე, ცერემონიის წარმმართველი, ნეფე-დედოფლის სანთიბიოში გამცილებელი, უფლებამოსილი დაუკითხავად შესულიყო, როგორც ნეფის, ასევე დედოფლის საცხოვრებელ პალატებში.
მეფე ალექსის თხოვნით, მისი ქორწილის `ტისიაცკი~ გახლდათ 25 წლის `ნიკოლაი დავიდოვიჩი~ (უბრალოდ, ქართველებისათვის ცნობილი, კახეთის მეფე ერეკლე I). ზრდადასრულებული, ტანმაღალი, ლამაზი და ჭკვიანი ივერიელი უფლისწული ალექსი მეფის უახლოეს პიროვნებად ითვლებოდა. ნებისმიერი თავყრილობის დროს მეფის ერთ მხარეს პატრიარქი უნდა მჯდარიყო, მეორე მხარეს `ნიკოლაი დავიდოვიჩი~. იგი გაუძღვა წინ ქორწილიდან დასასვენებლად წასულ ნეფე-პატარძალს. მეფის ბრძანებით, მას ერთადერთს ჰქონდა დედოფლის მ ო ს ა ნ ა ხ უ ლ ე ბ ლ ა დ ~ დაუბრკოლებლად შესვლის უფლება.
რა ხდებოდა, რატომ, რა იყო მეფის ჩანაფიქრი, ამას ჭკვიანი მარჩიელი თუ მიხვდება. რუსეთისათვის არსებითი ის იყო, რომ ერთი წლის შემდეგ 1672 წ. 30 მაისს, იშვა ბიჭი, ჯანმრთელი და გოლიათი. `ტისიაცკიმ~, როგორც წესია, პირველმა მიულოცა მეფეს, საჩუქრები მიართვა და საზეიმო სიტყვა წარმოთქვა (იგი თავისუფლად მეტყვეელბდა სპარსულად, ბერძნულად და რუსულად, წერით კი მხოლოდ ქართულად წერდა). გასაგებია ალექსი მეფის სიხარული, როგორც იქნა მას სრულიად ჯანმრთელი ძე ეყოლა. დაიბადა რუსეთის იმედი.
აქ კიდევ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი. როგორც წესი, `ტისიაცკი~, გნებავთ მეჯვარე უნდა იყოს პირმშოს ნათლია. ნიკოლაი დავიდოვიჩს, არ თუ ვერ ანდეს ნათლიობა და 29.06.1672 წ. პეტრე-პავლეს დღესასწაულის დროს პატარა, უფროსმა ძმამ ავადმყოფმა თევდორემ მონათლა. მოსკოვი ზეიმობდა და მოზეიმე მეფემ ეს პასუხსაგები მისია უფროს ვაჟს, მის უშუალო მემკვიდრეს დააკისრა. თევდორესთან ერთად ნათლია გახდა ალექსის და ირინა მიხეილის ასული, პატარას მამიდა. ნათლიობა თავად პატრიარქმა ჩაატარა ჩუდოვოს მონასტერში. პეტრეპავლობის დღესასწაულზე პატარას პეტრე უწოდეს. მზრუნველებად ქალებისა და კაცების მთელი გუნდი განუმწესეს უმაღლესი არისტოკრატიული ოჯახებიდან.
ალექსი მეფის მეორედ ქორწინებას და შემდეგ, გამორჩეულად ჯანმრთელი მემკვიდრის დაბადებას, ლოგიკურად მოჰყვა პირველი ცოლის ახლობლების გავლენის შესუსტება და მეორე ცოლის ნათესავების აღზევება. არტამონ მატვეევმა და კირილე ნარიშკინმა `ოკოლნიჩების~ თანამდებობები მიიღეს. დამატებით, კირილე პოლუექტოვიჩი, ტახტის `ბოიარობასაც~ დაეუფლა. ალექსი მეფე არ მალავდა სიხარულს ჯანმრთელი ვაჟის დაბადების გამო. პატარა პეტრეს მოოქროვილი საბავშვო ეტლით დაატარებდნენ, რომელშიც პატარა ცხენები ებათ. არავინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ არა დრო. ნათქვამია: დრო ყველაფრის მკურნალია. არ დაიჯეროთ.
დრონმა ბევრი რაიმეს წახდენაც იცის, დიახ! იზრდებოდა უფლისწული და თვალში საცემი ხდებოდა მისი მსგავსება შემქმნელთან. ხმამაღლა ვინ გაბედავდა თქმას, მაგრამ პირზე კლიტესაც ვერავის დაადებდნენ. უნებლიედ გასახსენებელია, ცნობილი ავლიპი ზურაბიშვილის, ნათქვამი: მე ძალიან მიყვარდა ჩემი მშობლები, განსაკუთრებით დედა და მამა. ეს უფრო დასაფიქრებელი ნათქვამია, ვიდრე გასაცინებელი. პეტრეს გარეგნობისა და ქცევის შემხედვარე, ზოგი თუ გაიცინებდა, მეტი დაფიქრდებოდა. რომ რაც შეიძლება ნაკლებს გაეცინა, ჭკვიანმა ალექსი მეფემ მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება: უახლოესი და უსაყვარლესი ნიკოლაი დავიდოვიჩი 1674 წ. თებერვალში, მოულოდნელად ყოველგვარი პატივის გარეშე მოსკოვიდან და საერთოდ რუსეთიდან გააძევეს. მიზეზი? ვანგასავით ნათელმხილველობა არაა საჭირო მისახვედრად.
იმ დროს კახეთში მეფობდნენ არჩილ ვახტანგის ძე და ერეკლეს და, თურქების ტყვეობიდან თავდახსნილი ქეთევანი. ერეკლე I ჩავიდა კახეთში, იქიდან დასთან და სიძესთან შეთანხმებით სპარსეთში, მეფობის მოსაპოვებლად. ესეც ბედის ირონიაა. კახელი ერეკლე, რუსეთში ნიკოლაი დავიდოვიჩი და სპარსეთში ნაზარ-ალი ხანი ხდება. ჭეშმარიტად ძალა აღმართსა ხანვს. არის ცნობა, რომ მას დედოფალმა ნატალია კირილეს ასულმაც გაუგზავნა წერილები და ბოლოს სასიკვდილოდ დაავადებულმა ალექსი მეფემაც სთხოვა შერიგება. შერიგება ვერ მოხერხდა. 29.01.1676 წ. მეფე ალექსი მიხეილის ძე რომანოვი გარდაიცვალა. დარჩა 14 წლის ავადმყოფი თევდორე, 10 წლის გონება და მხედველობა სუსტი ივანე, 3 წელს გადაცილებული უჯანმრთელესი პეტრე. ქალიშვილებიდან, უფროსი სოფია 20 წლის.
ტახტის მემკვიდრეობის წესის თანახმად მეფედ თევდორე ალექსის ძე გამოაცხადეს. თუმცა ახალმა მეფემაც კარგად უწყოდა, რომ მამა მის უმცროს ძმას და მის ნათლულ პეტრეს ზრდიდა სამეფოდ. საერთოდაც, რა მეფობა უნდა გაეწია 14 წლის ავადმყოფ ყმაწვილს, რომელიც გასიებული ფეხების გამო, იძულებული იყო ტახტრევანში ჩასვენებულს გაეცილებინა მამა უკანასკნელ გზაზე. არ შეეძლო და ვერც ვერაფერი შემატა სამეფოს. სანაცვლოდ, კარგად ისარგებლეს დედის ნათესავებმა. მილოსლავსკებმა დედოფალ ნატალია ნარიშკინას ახლობლები დააჩმორეს, პრივილეგიები ჩამოართვეს. მეფის უახლესი მრჩეველი არტამონ მატვეევი დააპატიმრეს და გადაასახლეს. თავად ნატალია დედოფლის მონასტერში გამწესებაც მოინდომეს, მაგრამ თევდორე მეფემ ხასიათი გამოაჩინა. ჟამთა ამწერნი ამბობენ, რომ თევდორე უმცროს ძმასა და საკუთარ ნათლულს, პეტრეს მფარველობდა, ხოლო ნატალია დედოფალს სიმპატიით ექცეოდა. ამიტომ ისინი რეპრესიებს გადაურჩნენ. უფრო მეტი, თევდორე მეფემ მოითხოვა, რომ პეტრესათვის წერა-კითხვა ესწავლებინათ ლოცვასთან ერთად. დიაკი ნიკიტა ზოტოვი მიუჩინეს მასწავლებლად.
თევდორე მეფემ კიდევ ერთი სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღო. ადგილმონაცვლეობის წესი გააუქმა 1681 წ. ამ წესის თანახმად შვილს შეეძლო მამა შეეცვალა სახელმწიფო სამსახურში. არა ჰქონდა მნიშვნელობა პირად ცოდნასა თუ დამსახურებას. წესის გაუქმება საშუალებას აძლევდა ადამიანს დაეკავებინა თანამდებობა არა წარმომავლობის, არამედ დამსახურების მიხედვით. 27.04.1682 წ. ახალგაზრდა მეფე თევდორე წავიდა იმქვეყნად ისე, რომ შვილი არა ჰყოლია. ახლობლებს ადრევე გამოუცხადა: მამას რუსეთის მეფობის ღირსად პეტრე მიაჩნდა და ამ აზრს მეც ვიზიარებო. ახლობლები ცოცხალ თევდორეს დიდ ანგარიშს არ უწევდნენ და მიცვალებულის აზრს, მით უმეტეს, არად ჩააგდებდნენ.
მოვლენებს კი მკვლევარები ასე გადმოსცემენ: მეფის გარდაცვალების გაგებისთანავე სასახლესთან შეკრება იწყეს ბოიარებმა, ვაჭრებმა, მსროლელებმა (სტრელეცკებმა). მათთან გამოვიდა პატრიარქი და სიტყვით მიმართა. შესთავაზა აერჩიათ, ვინ სურდათ მეფედ, ავადმყოფი ივანე თუ ჯანმრთელი პეტრე. შეკრებილებმა პეტრე მოითხოვს მეფედ, დედამისი კი დროებით მმართველად. თავად პატრიარქი იოაკიმე პეტრეს მომხრე და მფარველი იყო.
პეტრეს გამეფება მილოსლავსკების კლანის ბატონობის დასასრულს მოასწავებდა. კვლავ ნარიშკინები გახდებოდნენ პრივილეგირებული. ამის დაშვება მილოსლავსკებს არ სურდათ. ალექსი მეფის უფროსი ქალიშვილი სოფია ჩაუდგა სათავეში პეტრეს წინააღმდეგ მოწყობილ არეულობას. მიიმხრეს მსროლელთა (სტრელეცკთა) პოლკების მეთაურები. იმ დროს მოსკოვში 19 პოლკი იყო. მშიერი, უხელფასო სამხედროები საშიშ ძალას წარმოადგენდნენ. სოფიამ მათ ხელფასები და დაპირებები დაურიგა. სწორედ მათი დახმარებით მოახდინეს სასახლის გადატრიალება. პეტრესთან ერთად ივანე გამოაცხადეს მეფედ, მათ მეურვედ (რეგენტად) სოფია დაადგინეს. ნატალია დედოფლის ორი ძმა, არტამონ მატვეევი, და მათი მომხრე ბევრი დიდებული დახოცეს. აზარტში შესულმა მეამბოხეებმა შეცდომით ზოგი მომხრეც მიაყოლეს. ასევე შეცდომით შემოაკვდათ სასახლის ექიმი ფონ გადენი. ყოველივე დასრულდა იმით, რომ 25 მაისს, ასაკით უფროსი ივანე პირველ მეფედ ცნეს, თანამეფედ პეტრე. სოფიამ ძმებს მეფის გვირგვინები დაადგა, თავად კი ფაქტიური მმართველი გახდა.
10 წლის პეტრეს თვალწინ მოუკლეს ახლობლები. თუმცა თავად იგი და დედამისი გადარჩნენ, მაგრამ ეს საშინელება პერიოდულად თავს ახსენებდა სიცოცხლის მანძილზე. ისედაც ფიცხი ხასიათის, იგი ზოგჯერ რისხვას ვერ იკავებდა სოფიამ მთავრობის მეთაურად დააწინაურა თავისი საყვარელი ვასილ ვასილის ძე გოლიცინი. მსროლელების (სტრელეცკების) ხელმძღვანელობა ჩააბარა ივან ანდრეას ძე ხოვანსკის და მის ვაჟს თევდორეს.
პეტრეს ბევრი ახალგაზრდა და შეგნებული არისტოკრატი მიემხრო. უუფლებო მეფემ შეიძულა კრემლი, დედასთან ერთად პრეობრაჟენკის სასახლეში გადასახლდა და დაიწყო მისი თავისუფალი ცხოვრება. აქ იგი თავის ნებაზე იყო მიშვებული. სოფიას კიდეც უხაროდა, რომ ასე უმტკივნეულოდ მოიშორა ნახევარძმა და მთლიანი მტერი. უფრო სწორად, იცოდა რა სიმართლე, სოფია პეტრეს ძმად არა თვლიდა, მაგრამ ოფიციალურად ვერაფერს ამბობდა. სხვებთან ერთად პეტრეს მხარს გავლენიანი სამღვდელო პირებიც უჭერდნენ პატრიარქის მეთაურობით. საერო პირთა სათავეში კი ბორის ალექსის ძე გოლიცინი და ლევ კირილის ძე ნარიშკინი (პეტრეს დედის ძმა) ედგნენ. ორ ბანაკს შორის იყო ჭიდილი პირველობისთვის.
სოფია, თავად გაუთხოვარი, ზრუნავდა ძალაუფლების შენარჩუნებისათვის. საყვარლის, ვასილ გოლიცინის რჩევით, გადაიფიქრა ძმის, პეტრეს მკვლელობა და სხვა გზა ირჩია. გოლიცინის გეგმის თანახმად, ივანე თუმცა არასრულფასოვანი იყო, მაინც ასაკით უფროსი, პირველ მეფედ ითვლებოდა. თუ ივანეს ცოლს მოუყვანდნენ და ვაჟი შეეძინებოდა, მომავალში მეფე სწორედ იგი გახდებოდა. პეტრე კი, როგორც უმცროსი, მომავალი მეფის ბიძის მდგომარეობით უნდა დაკმაყოფილებულიყო. ივანე ისედაც ვერ აზროვნებდა, მისი შვილი (თუ ვაჟი იქნებოდა) სანამ სრულწლოვანი გახდებოდა, სოფიას მხრივ მზრუნველობა დასჭირდებოდა.
ამ გეგმის რეალიზაციის მიზნით 1684 წ. იანვარში სოფიამ აიძულა ივანე ცოლი მოეყვანა. შემდეგში კი, როცა არაფერი გამოვიდა, რძალს, პრასკოვია თევდორეს ასულ სალტოკოვას, საწოლში ივანეს შემცვლელი მიუჩინა. ბედის ირონიას კაცი სად წაუვა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, პრასკოვია მხოლოდ გოგონებს ბადებდა. პეტრე კი პრეობრაჟენსკში იზრდებოდა, ომობანას თამაშობდა და თამაშ-თამაშით ორი სრულფასოვანი და რაც მთავარია, ერთგული ბიჭებით დაკომპლექტებული პოლკი შექმნა. ამ თამაშებში აქტიურად მონაწილეობდა ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონი, რუსებში `იმერეტინსკი ცარევიჩად~ ცნობილი.
საქართველოში ბაგრატიონების მდგომარეობა 17 ს. მეორე ნახევრიდან ძალზე გართულდა. ვითარებამ მოითხოვა და არჩილ III მეორედ მოუვლინა იმერეთს მეფედ. ბედი მეფობაში არ წყალობდა. პირველად იმერეთში 1661 წ. გამეფდა. იქიდან წამოსული კახეთს გამეფდა. ტახტის დაუფლების კანონიერების მიზნით თურქეთში მძევლად მყოფი ერეკლე I და ქეთევანი გამოისყიდეს და არჩილს შერთეს. შემდეგ 1678 წ. მეორედ გამეფდა იმერეთში. აქედან იძულებული გახდა ცოლ-შვილით რუსეთში წასულიყო.
მოსკოვში არჩილის ძე ალექსანდრე მალე დაუახლოვდა პეტრეს და აქტიურად ჩაერთო მის საქმიანობაში. ითქვა, რომ მოსკოვში ალექსანდრე ბაგრატიონი ცნობილი გახდა `იმერეტინსკი ცარევიჩის~ მიმართვით. იგი ქართულ ჩოხა-ახალუხს ატარებდა და ამას გარდა უნდა განესხვავებინათ პეტრე მეფისაგან, რომელიც თავს მიიჩნევდა ივერთა მეფეების მემკვიდრედ. ერთი მცირე შტრიხი. მოსკოვის ხელისუფლება, გარკვეული იყო რა ვითარებაში, ყოველნაირად აბრკოლებდა მეფე არჩილისა და განსაკუთრებით მისი მეუღლის, ერეკლე I დის, ქეთევანის ჩასვლას მოსკოვში. მათი შვილები, ალექსანდრე და მამუკა (რუსებისათვის მეტვეი), ბევრად ადრე მიიღეს და როგორც ითქვა პეტრეს უახლესი თანამებრძოლიც გახდა `იმერეტინსკი~. მამუკა სამწუხაროდ ადრე დაიღუპა.
ბოლოს, როცა არჩილი და ქეთევანი (ეკატერინა დავიდოვნა, ასე ეძახდნენ ნატალია დედოფალი და სამეფო წრე), დაეფუძნენ მოსკოვში, თვალში საცემი გახდა მისი და პეტრეს გარეგნული მსგავსება. შეიძლება ამიტომაც ეწეოდა შედარებით კარჩაკეტილ ცხოვრებას ქეთევან დედოფალი. ვინ იცის? პეტრე პრეობრაჟენსკოეს სასახლეში თითქოს განმარტოებული იყო კრემლის ბინადართაგან, მაგრამ ხიფათი მაინც მოელოდა. კრემლს არ შეეძლო უსისხლოდ არსებობა. იქ სოფიას მომხრეებიც არ ინდობდნენ ერთი-მეორეს.
14. 05. 1684 წ. პოლონელთა ელჩობა ესტუმრა მოსკოვს. გარკვეული მოლაპარაკებების შემდეგ შედგა თურქეთის საწინააღმდეგო კოალიცია ვენეცია, უნგრეთი, რუსეთის, პოლონეთისა და ავსტრიის მონაწილეობით. დღის წესრიგში დადგა საომარი სამზადისი. განსაკუთრებით ამაღლდა მსროლელთა (სტრელეცკების) ხელმძღვანელის ივან ხოვანსკისა და მისი ვაჟის თევდორეს ავტორიტეტი. მილოსლავსკები უკვე მათი მხრიდან გრძნობდნენ ხიფათს. ბოლოს მეტოქეობა კონფლიქტში გადაიზრდა. მილოსლავსკებმა ხოვანსკები სოფიასთან დაასმინეს.
ხოვანსკი თავს პოლონეთის მეფეთა შთამომავლად მიიჩნევს და გადატრიალებას ამზადებსო... სოფიამ ორივე მეფეს მოჰკიდა ხელი და თავი სამების ლავრას (გამაგრებულ ციხე-მონასტერს) შეაფარა. `ბოიართა~ ჯარების შეკრება დაიწყო. ჭიდილში მილოსლავსკებმა გაიმარჯვეს. ხოვანსკები სიკვდილით დასაჯეს. მსროლელთა (სტრელეცები) ახალი ხელმძღვანელი გახდა თევდორე შაკლოვიტი, სოფიას საყვარლის, ვასილ გოლიცინის პროტეჟე და ბოლოს მისი შემცვლელი სოფიასთან. ასე ჩააქრეს მსროლელთა (სტრელეცკების) უკმაყოფილება.
ახალ სიტუაციაში კრემლში გადაწყდა: 1) 26. 04. 1686 წ. პოლონეთმა, როგორც იქნა, სმოლენსკი, ნოვგოროდი, ბრიანსკი, კიევი ცონო რუსეთის შემადგენლობაში; 2) რუსეთი მზადაა ჩაებას თურქეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებაში (ყირიმის ხანთან), როცა ვენეცია, ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი დაიწყებენ ბრძოლას; 3) მეფე პეტრეს სახელით რუსეთის ჯარის სარდლად დაინიშნა ვასილ გოლიცინი.
რაც სოფია იყო სამეფოს მმართველი, ისეთივე სარდალი გამოდგა ვასილ გოლიცინი. ყირიმის დასაპყრობად მოწყობილი ლაშქრობა უშედეგოდ დამთავრდა. ამბობენ, დნეპრის კაზაკების მეთაურმა მაზეპამ მოაწყო ისე, რომ გეტმანი სამოილოვიჩი გამოსულიყო დამნაშავე. სამოილოვიჩი გეტმანობიდან გადააყენეს და მაზეპა დანიშნეს. იმასაც ამბობდნენ რომ ივან მაზეპას ეს თანამდებობა ოთხი ყუთი ოქროს მირთმევად დაუჯდა ვასილ გოლიცინთანო. თქმა ბევრი რაიმესი შეიძლება. ამ ომით ავსტრიამ ისარგებლა (რუსების მტკიცებით) და თურქეთი დაასუსტა. ვასილ გოლიცინი სოფიას ბრძანებით `წარმატებული~ მოქმედებისათვის დაასაჩუქრეს. უკმაყოფილო დარჩა უწლოვანი მეფე პეტრეს მხარე. მიიჩნევდნენ, რომ რუსებმა ყირიმელი თათრები მხოლოდ გააღიზიანეს და საბრძოლოდ განაწყვეს. რუსეთს დასჭირდა ბელგოროდის სასაზღვრო ხაზის გამაგრება და ხარჯის გაღება შემდგომი ბრძოლის მოსამზადებლად. ვასილ გოლიცინი, როგორც მთავრობის მეთაური და სარდალი, მთლიანად გადაერთო მეორე ლაშქრობის მოსამზადებელ საქმეში. პეტრე მთელი ამ წლების მანძილზე სწავლობდა სამხედრო საქმეს, ვარჯიშობდა და ემზადებოდა. მისთვის არ არსებობდნენ არისტოკრატები და პლებეები, რუსები და უცხოელები. ყველა მისაღები იყო, ყველაფერი მისაღები იყო, რაც მიზანს ემსახურებოდა. ჭეშმარიტად: მიზანი ამართლებს საშუალებას.
პეტრემ 1684 წ. სერიოზულად მოჰკიდა ხელი ე.წ. სათამაშო პოლკების შექმნას. სახელმწიფო ხაზინიდან ითხოვდა ხარჯებს მათი მოწყობისათვის. იმავე პერიოდში დაინტერესდა გემთმშენებლობით. განსაკუთრებულ მნიშვნელობას საარტილერიო ცოდნასა და პრაქტიკას უთმობდა. ისტორია გვამცნობს, რომ ერთხელ პეტრე `ბოიარებთან~ ერთად მივიდა საზარბაზნე ეზოში და მოსთხოვა მეზარბაზნეებს მიზანში ესროლათ. თავადაც ისროლა.
პორუჩიკმა ფრანც ტიმერმანმა ყველას აჯობა. პეტრემ იგი თავისთან წაიყვანა პრეობრაჟენსკოეში და მასწავლებლად დაიყენა. მისგან სწავლობდა გეომეტრიასა და საფორთიფიკაციო საქმეს. მოიპოვა 16 ზარბაზანი და დაიწყო ვარჯიში. სწორედ საზარბაზნე საქმე ანდო უახლოეს ადამიანს ალექსანდრე, `იმერეტინსკის~. მეფე მთელ თავისუფალ დროს და ენერგიის მაქსიმუმს სამხედრო წვრთნებს ანდომებდა. თავად სამხედრო კარიერა ბატალიონის მედოლის რანგში დაიწყო და მხოლოდ გვიან მიიღო სერჟანტობა. ეს არ ნიშნავდა, რომ პეტრე ცხოვრების სხვა სიამოვნებას მოწყვეტილი იყო. იგი ხშირად დადიოდა `კუკუი ქალაქში~, ერთობოდა, ქეიფობდა, ქალებთან დროს ატარებდა... ამ საქმეში მისი ერთგული მრჩეველ-მეგობარი იყო შვეიცარიელი ფრანგი ფრანც ლეფორტი. ბიოგრაფები ბევრს სწერენ პეტრეს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, ღვინით მოვაჭრე იოჰან (ივანე) მონსის ქალიშვილ ანასთან. არც იმას მალავენ, რომ ორიოდეჯერ რქიანმა ქმრებმა კარგად გალახეს.
არც იმას, რომ საყვარლებისა და უკანონო შვილების სიმრავლით, მას ვერც ერთი მონარქი ვერ გაუტოლდებოდა. ყველაზე საინტრიგო, დადგენილ-დაუდგენელი მაინც მიხეილ ლომონოსოვის საკითხია. დადგენილად კი ისაა ცნობილი, რომ რუსეთში დაოჯახებული მამაკაცი სრულწლოვანად ითვლებოდა და მეურვისაგან თავისუფლდებოდა, პეტრე სრულწლოვანი 1689 წ. მაისის 30 უნდა გამხდარიყო. ვითარება ისეთი შეიქმნა, რომ საჭირო გახდა ცოლის მოყვანა რამდენიმე თვით ადრე.
როდესაც დედოფალ ნატალიასათვის ცნობილი გახდა მეფე ივანეს ცოლის ორსულობის საკითხი, მომხრეებმა გადაწყვიტეს დაესწროთ და პეტრე დაექორწინებინათ. ამ ამბავთანაა დაკავშირებული ერთი უცნაურობა. სადედოფლოს ძიების დროს წამოაყენეს `იმერეტინსკის~ დის კანდიდატურა. ქალიშვილი ყოველმხრივ მისაღები უნდა ყოფილიყო რუსეთის მეფის კარისათვის. იგი იყო მართლმორწმუნე და რაც მთავარია მეფის ჩამომავალი.
სილამაზეზე აღარაა საუბარი. მკვლევარები დაბეჯითებით მიუთითებდნენ, რომ იმ დროს მოსკოვის საზოგადოება და საზღვარგარეთიდან ჩამოსული უცხოელები არაერთგზის აღნიშნავდნენ ქართველების სილამაზესა და აღზრდილობას. არაა ზუსტი ცნობა რა მოხდა რომანოვების სამეფო ოჯახში, რა ითქვა დედოფალ ნატალიასა, პატრიარქ იოაკიმესა და პეტრეს შორის, მაგრამ შედეგად დაგვრჩა ცნობა: პეტრემ უარი თქვა ქართველი მეფის ასულზე. მოტივი: ბიძაშვილის ცოლად მოყვანა არ შეიძლებაო. (ბიძაშვილის თუ მამიდაშვილის, რუსული ფორმულირება არ აზუსტებს). ცნობილია ისიც, რომ პეტრე თავს მუდამ ივერიის მეფეთა მემკვიდრედ მიიჩნევდა.
ასე იყო თუ ისე, პეტრეს დამოყვრება არჩილ III ოჯახთან არ შედგა და არც შეიძლება შემდგარიყო. ამის შემდეგ პეტრე სრულიად გულგრილი გახდა საცოლის შერჩევის საკითხთან მიმართებაში. დედამ და ახლობლებმა შეარჩიეს ევდოკია თევდორეს ასული ლოპუხინა. 27. 01. 1689 წ. პატარა ქორწილიც გადაუხადეს. 1690 წ. ევდოკიამ ალექსი უფლისწული მოუვლინა რუსეთს... სამეფოს ფაქტიური მმართველი სოფია პეტრეს ქორწინების წინააღმდეგი იყო და ცერემონიალს არც დასწრებია.
მან შესანიშნავად იცოდა, ქორწინება პეტრეს სრულწლოვანებას უსვამდა ხაზს და ამიერიდან დის მმართველობა და მეურვეობა ზედმეტი ხდებოდა... წამოზრდილი პეტრე ისედაც არ ეპუებოდა `მეურვეს~, დაცოლშვილების შემდეგ უარესი იყო მოსალოდნელი. ამიტომ სოფია და მისი საყვარელი დაუბრუნდნენ პეტრეს მკვლელობის გეგმას. თუ გავითვალისწინებთ მეფის მშფოთვარე ბუნებას, დაუდეგარობას, სამხედრო წვრთნების დროს ხიფათს, შეიძლებოდა მკვლელობა შემთხვევითობად გაესაღებინათ. თითქოს უდარდელი ყმაწვილი არ გახლდათ ისეთი მიამიტი, რომ ხაფანგში იოლად გაებათ. არც მისი მომხრეები თვლემდნენ.
1689 წელი შფოთიანი გამოდგა. სოფიას მხარეს ვასილ ვასილის ძე ედგა სათავეში. მან ოჯახობა პოლონეთში გახიზნა, თავად უკვე თებერვლის თვეში წამოიწყო მეორე ომი ყირიმის ხანის წინააღმდეგ. იგი გარკვეულწილად ჩამოშორდა სოფიას ბანაკს. მისი ადგილი მსროლელების (სტრელეცკების) უფროსმა თევდორე შაკლოვიტიმ დაიკავა. მან შეადგინა გეგმა, გაენდო პოლკების მეთაურებს და დაიწყო მოქმედება. მიზანი ჯარში უკმაყოფილების გამოწვევა და სამხედრო ამბოხი იყო. ის რაც მოხდა 1682 წ. უნდა განმეორებულიყო ახალ ვითარებაში.
მეფე პეტრეს მხარეც ემზადებოდა. მათ სათავეში დედოფალ ნატალიას უმცროსი ძმა ლევ კირილეს ძე ნარიშკინი და ბორის ალექსის ძე გოლიცინი ჩაუდგნენ. ბორის ალექსის ძე გოლიცინი იყო ის გონებრივი ცენტრი, რომელიც დასახულის რალიზაციასაც წარმატებით ახდენდა. თავად პეტრე, თუმცა ძველებურად `უდარდელ~ ცხოვრებას აგრძელებდა, მაგრამ ეს ხდებოდა მოპირისპირეთა ყურადღების მოსადუნებლად. იგი იყო ყველა მოქმედების საქმის კურსში. იგი ბორის ალექსის ძეს ენდობოდა და ამბობენ, რომ ხშირად კოცნით ხვდებოდა.
ბორის ალექსის ძე სოფიასთან, კრემლთან ადრე ძალზე დაახლოებული პიროვნებაიყო. მდიდარი, განათლებული, ჭკვიანი და ამავე დროს ხელგაშლილი და მოქეიფე. ბოლო პერიოდში შეიძულა კრემლი და პეტრეს დაუახლოვდა. მან უკარნახა მეფეს პერეიასლავსკის ტბაზე აეშენებინათ ვერფი და დაეწყოთ ფლოტის შექმნა. მან აჩუქა მეფეს არაბი აბრამი. იგი აძლევდა სესხს მეფეს, რომლის დაბრუნების იმედი არა ჰქონდა. `კუკუი ქალაქში~ ხშირად ერთად ქეიფობდნენ და საქმეებს არჩევდნენ. მან შეასრულა გადამწყვეტი როლი სოფიას მმართველობის დასრულებაში.
მოვლენები კი ასე წარიმართა. თევდორე შაკლოვიტიმ ბრძანა გაევრცელებინათ ხმა თითქოს ბორის გოლიცინს და ლევ ნარიშკინს სოფიას მკვლელობა ჰქონდათ განზრახული. შიკრიკები დაირაზმნენ. თავად სოფიამ მსროლელებს (სტრელეცკებს) განუცხადა: პეტრეს მომხრენი უფროს მეფე ივანეს არაფრად აგდებენ, მე ქუჩის ქალს მიწოდებენ. თქვენი ვალია დაიცვათ მეფე და მმართველი. ამავე დროს ერთგულ პოლკოვნიკებს გადასცა იმათი სია, რომლებიც ამბოხის დროს უნდა დაეხოცათ.
თევდორე შაკლოვიტიმ აამოქმედა ასეთი ხერხი. ლევ ნარიშკინის მსგავსი და მასავით ჩაცმული ვინმე შოშინი, თანხმლებ პირებთან ერთად, ღამით თავს ესხმოდა დარაჯებს და უმოწყალოდ სცემდა. შემდეგ ერთი თანმხლები ეტყოდა: ლევ კირილოვიჩ, ნუ მოკლავ ცემით, მაინც ქრისტიანია. ამით ხმა გავარდებოდა და სამხედროებს პეტრეს მომხრეთა საწინააღმდეგოდ განაწყობდა. პეტრეს მომხრეებმა სამხედროებს აუხსნეს სინამდვილე. უკმაყოფილება ვერ გამოიწვიეს.
სოფია ვითომ დაშინებული, წყალკურთხევის დღესასწაულზე 300 მცველის თანხმელბით მიბრძანდა. თავის მხრივ, როცა პეტრე, კრემლში მივიდა, შაკლოვიტი 50 ჯარისკაცით შეეგება. იყო ფარული ძალის დემონსტრირება.
7 აგვისტოს კი განზრახული გამჟღავნდა. მოსკოვში გამოცხადდა მხროლელების (სტრელეცკების) განგაში. შეკრებილებს მოუწოდეს პეტრეს წინააღმდეგ გამოსულიყვნენ. მოტივი: პეტრე თავად ეშმაკთან წილნაყარია, სძულს რუსები, აწესებს გერმანული ცხოვრების ნირს, სურს მსროლელთა (სტრელეცკების) პოლკების დაშლა, თქვენ რჩებით უხელფასოდ, თქვენ დამცველ ივანე მეფეს მოკლავენ, ზედ თქვენ საყარელ `ბოიარებს~ მიაყოლებენ, საჭიროა დღესვე გაილაშქროთ პრეობრაჟენსკოეზე, სადაც პეტრეს მომხრეები არიან შეკრებილნი და თქვენზე თავდასხმას გეგმავენ.
ჟამთა ამწერნი გვამცნობენ, რომ ორი ჯარისკაცი, დ. მელნოვი და ი. ლადიგინი მოსკოვიდან გაიპარნენ, მივიდნენ პრეობრეჟენსკოეში და შუაღამისას პეტრეს მომხრეები გააფრთხილეს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. იმასაც ამბობენ, რომ ორი ჯარისკაცის მიერ პეტრეს გაფრთხილება ბორის გოლიცინის მიერ იყო ორგანიზებული, მოვლენების დაჩქარების მიზნით.
ასე იყო თუ ისე, შუაღამისას პეტრე გააღვიძეს, აუხსნეს სიტუაცია და საცვლების ამარა სასახლიდან გააქციეს რამდენიმე თანმხლებთან ერთად. არის ცნობა, რომ პეტრე არა მხოლოდ ხიფათის გამო, ხშირად ძმასავით საყვარელ ალექსანდრე `იმერეტინსკისთან~ ერთად იძინებდა. გაქცევის დროსაც ალექსანდრე ახლდა პეტრეს.
პატარა ცნობა ალექსანდრეს შესახებ. იგი იმდენად ახლო იყო პეტრესთან, რომ გადაბირების მიზნით სოფიამ და ვასილ გოლიცინმა მილოსლავსკების ქალიშვილი შერთეს ცოლად. ახალი დაოჯახებული იყო ალექსანდრე, როცა არჩილ მეფემ გადაწყვიტა იმერეთის ტახტისათვის ებრძოლა.
29. 06. 1688 წ. პეტრე მეფის ნათლობის დღეობა იყო. ქეიფის დროს პეტრე საკუთარი ხელით უმასპინძლდებოდა ქართველ ნათესავებს; ეხუმრებოდა და ეფერებოდა. მეორე დღეს კი ქართველები იმერეთისკენ გაემგზავრნენ.
1689 წ. გაზაფხულზე ალექსანდრე კვლავ მოსკოვშია და პეტრეს განუყრელი თანამგზავრი. ასე, რომ 8 აგვისტოს ღამე პრეობრაჟენსკოედან გაქცეულ პეტრეს ალექსანდრე თან ახლდა. გამთენიისას მივიდნენ ისინი სამების მონასტერში. მონასტერ-ციხე სიმაგრის ხელმძღვანელი არქიმანდიტრი, მისი მომხრე და მფარველი გახლდათ. აქ მოუვიდნენ მას დედა, ცოლი, ერთგული პოლკები, თანამზრახველები.
8 აგვისტოს დილით თევდორე შაკლოვიტი მკვლელებით, ვითომ დარაჯთა სამსახურის შემოწმების მიზნით მივიდა პრეობრაჟენსკოეს სასახლეში. პეტრე ვერ ნახა. ხელცარიელი გაბრუნდა და სოფიას მოახსენა ყოველივე. იმ დროს სოფიას ბანაკი ბევრად ძლიერი იყო, მაგრამ მონასტრის დალაშქვრა მაინც ვერ გაბედეს. მალე პეტრეს მიუვიდნენ მომხრე ძალები. სოფიამ მოინდომა ძმასთან, უკვე როგორც ძმასთან, შერიგება, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს იძულებული გახდა ნოვოდევიჩიეს მონასტერში აღკვეცილიყო.
27 სექტემბერს პეტრე დაბრუნდა მოსკოვში, კრემლში, როგორც კანონიერი მეფე და გამგებელი. მისი უფროსი ძმა ივანე სამეფო საქმეებში არც ადრე ერეოდა და ახლა მით უფრო. პეტრემ `პრიკაზების~ უფროსად დაადგინა მისი ერთგული ადამიანები, უფროსად ლევ კირილის ძე ნარიშკინი, ყველას ზედამხედველად დედა და გულდამშვიდებით მიუბრუნდა საყვარელ საქმეს; რუსეთის არმიისა და ფლოტის მშენებლობას. ამ საქმეში მისი ერთგული თანაშემწე ალექსანდრე `იმერეტინსკი~ გახლდათ. სწორედ მას ჩააბარა არტილერიის ორგანიზების საქმე.
ევროპის ქვეყნების კოალიცია თურქეთთან ომს განაგრძობდა. რუსეთი, კოალიციის წევრი, ვალდებული იყო ომში ჩაბმულიყო, 1695 წ. რუსები აზოვის ზღვის ჩამკეტ ციხე-სიმაგრეს მიადგნენ. მანამდე პეტრემ უარი თქვა ყირიმის ხანის წინააღმდეგ წარემართა ძალები. მისი მიზანი აზოვისა და შავი ზღვის, როგორც თბილ ოკეანეში გასასვლელი გზის დაუფლება გახლდათ. ამავე დროს იგი შეძლებდა, დახმარებოდა ქართველებს (არჩილ მეფეს). დიდი მცდელობის მიუხედავად რუსები დამარცხდნენ. ეს თურქეთის იმპერიის სიძლიერეზე მითითებაა. მეორე 1696 წ. პეტრემ განახლებული ძალებით შეუტია და აზოვის ციხეს დაეფულა... აზოვის ზღვის დაუფლება რელური ხდებოდა... იწყებოდა ფლოტის მშენებლობა.
ამ წარმატების მიუხედავად მეფე ნათლად გრძნობდა რუსეთის საერთო ჩამორჩენასა და მისი დაძლევის აუცილებლობას. ამ მიზანს ემსახურებოდა 10. 03. 1697 წ. მოწყობილი დიდი ელჩობა ევროპაში. ელჩები იყვნენ გენერლები ფრანც ლეფორტი, თევდორე გოლოვინი, დიაკი პროკოფი ვოზნიცინი. 250 კაციან დელეგაციაში თავად მეფე `პეტრე მიხაილოვი~ მეორე ათეულს მეთაურობდა. მესამე ათეულში ქართულად ჩაცმული ალექსანდრე, `იმერეტინსკი~ ირიცხებოდა.
ჟამთა ამწერლები დეტალურად გადმოსცემდნენ ევროპაში დიდი ელჩობის საქმიანობას. ვერც ერთი ვერ უვლის გვერდს პეტრეს ცოდნის წყურვილსა და ენერგიულობას. შრომობდა როგორც რიგითი მუშა, ცდილობდა ყველა დეტალში გარკვევას. სწავლობდა ყველა საქმეს. განსაკუთრებით გემთმშენებლობას. არაფრით გამოირჩეოდა ელჩობის რიგით მონაწილისაგან გარდა საშურველი მონდომებისა. ყველგან თან ჰყავდა `იმერეტინსკი~ ამბობენ, რომ ღამე ერთ ოთახში ეძინათ. ყოველივე ევროპელი არისტოკრატების გაოცებასა და აღტაცებას იწვევდა. შეიძლება ითქვას, პეტრე ეცნობოდა ევროპის მიღწევებს, ევროპელები ეცნობოდნენ პეტრეს. პარალელურად მყარდებოდა კავშირები ევროპულ მონარქებთან, იკვეთებოდა სამომავლო გეგმები.
დიდი ელჩობის დასაწყისამდე ადრე ალექსანდრე `იმერეტინსკი~ მეორედ დაოჯახდა. ახალგაზრდა გოგო, ფეოდოსია მილოსლავსკების ასული ალექსანდრეს კავკასიაში ყოფნის დროს დაიღუპა. მეორე მეუღლე უკვე მოსკოველი ქართველების ელიზბარ დავითაშვილის ასული გახლდათ. უცნობია ალექსანდრეს ეყოლა თუ არა მემკვიდრე.
სანაცვლოდ, კარგადაა ცნობილი, რომ ალექსანდრე განუყრელად თან ახლდა პეტრეს ამსტერდამიდან ინგლისში სასწავლო-გაცნობითი მოგზაურობის დროსაც. უფრო მეტი, ცნობების თანახმად, მათ არა მარტო ეძინათ ერთ ოთახში, არამედ ევროპელ მონარქებსაც ერთად ეცნობოდნენ, ერთად შრომობდნენ გემთსაშენებში თუ საზარბაზნე ქარხნებში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ, როგორც კი საჭიროებამ მოითხოვა, პეტრეს არ უყოყმანია, თუ ვისთვის უნდა ჩაებარებინა სამეფო არტილერიის საქმის განმგებლობა... და საერთოდ არავინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები, შვედებს რომ ღალატის ფასად არ დაეტყვებებინათ ალექსანდრე და ეს სამხრეთელი კაცი განგებ არ გაეტანჯათ ჩრდილოეთში. 20. 02. 1711 წ. ტყვეობიდან დახსნილი ძმა, გზაში მოუკვდა პეტრეს.
დღეის გადასახედიდან ადვილია მსჯელობა რა და როგორ მოხდა, რა აჯობებდა და რატომ. ამისდა მიუხედავად, დღემდე განხილვის გარეშეა დარჩენილი ბევრი რამ. კერძოდ: რატომ ცდილობდა პეტრე დიდი თურქეთის წინააღმდეგ ეწარმოებინა ომი, მაშინ, როდესაც არჩილ III იმერეთში მეფობის დაბრუნებისათვის იბრძოდა. რატომ შეცვალა ომის მიმართულება მოგვიანებით, როცა ვახტანგ VI დაუკავშირდა და ირანის წინააღმდეგ საერთო ლაშქრობა შესთავაზა. მართალია განზრახულობა არ შესრულდა თავად პეტრე I გარდაცვალების გამო, მაგრამ რა იყო მისი მიზანი, ესაა არსებითი.
ცხადია, არც ერთი მკვლევარი ვარაუდების გარჩევას არ დაიწყებს, მაგრამ დაინტერესებულ მკითხველს ადვილად შეუძლია სწორი დასკვნის გამოტანა.
Commenti