

ქართველთა ეთნოგენეზი
კავკასიონთა ეთნოგენეზი
წინამდებარე ნაშრომი უპრეტენზიო მონახაზია პრობლემისა,
რომელსაც მომავალში ბევრი შეეჭიდება.
გარკვეულ მოსაზრებათა
გამო იგი მოცულობაში შეიკვეცა და ისე წარედგინება
დაინტერესებულ მკითხველს.
კავკასიონის მკვიდრ ეთნოსთა ისტორია მხოლოდ
ნაწილობრივ შესწავლილ პრობლემებს განეკუთვნება.
იქაც არაერთი დაუზუსტებელი ან არა სწორად გაშუქებული საკითხია.
შესაბამისად კვლევა
კიდევ ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას.
მხოლოდ ამ გზით
შეიძლება კავკასიური ერთობის ტაძრისაკენ წინსვლა.
წიგნი
წიგნი

აფხაზები

თუბალ-მეშეხი
აფხაზების ისტორიის შესახებ ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო
აზრია გამოთქმული.
ჭეშმარიტების დადგენა არსებულის კრიტიკული განხილვის გზითაა შესაძლებელი. ეს კი დიდ შრომას და მიუკერძოებლობას მოითხოვს.
ავტორი შეეცადა ჯერ თავისთვის და შემდეგ სხვებისთვისაც აეხსნა ობიექტური რეალობა. რამდენად შეძლო მიზნის მიღწევა, ეს მიუკერძოებელი მკითხველის შესაფასებელია.
წიგნი
მსოფლიო საზოგადოებრიობა ინფორმირებულია სომეხი ერის გმირული წარსულის შესახებ. სომხეთის საზღვრებს გარეთ მყოფი სომეხი მოღვაწენი (პროფესიას არა აქვს მნიშვნელობა) დაურალავად განადიდებენ
ერის გრძელ წარსულს. არ ერიდებიან მეზობელი ერების ისტორიის დამახინჯებასაც. არ უფიქრდებიან, რომ ამით მტრობას თესავენ. წინამდებარე პატარა წიგნი სიმართლის დადგენას ემსახურება სრული
ისტორიის გადმოცემის პრეტენზიის გარეშე.
წიგნი


იბერია
კოსტა ხეთაგუროვი
იბერია, იბერები, კავკასიურ-იბერიული მოდგმა, განვითარების გზები, ამოუწურავი თემაა. ცხადი ა, ავტორის მიზანი მოკრძალებულია.
იგი მხოლოდ ერთ ასპექტს, სახელწოდებათა ცვლილებებს მიმოიხილავს.
არც ეს ამოცანაა ადვილად ამოსახსნელი.
რაც მეტია იუმორი, მით ნაკლებია
უარყოფითი განცდები. ნათქვამი სრულად მიესადაგება კოსტა ხეთაგუროვის პიროვნებას, მის მძიმე ცხოვრებას და ფიქრიან შემოქმედებას. პირველ რიგში პიროვნებას და მისადმი ზოგიერთი მეკალმის დამოკიდებულებას.
გვარის საკითხია იუმორით განსახილველი. ხეთაგური, ხე-
თაგუროვი თუ ხეთაგათი?
წიგნი
წიგნი


პეტრე I - ქართული გენი
ჩვენი ისტორია
ყოველ ერს ჰყავს გამორჩეული შვილები, რომელთა როლისა
და დამსახურების შესახებ მსჯელობა არ წყდება. თაობათა გადასახედიდან,
მათ შესახებ, შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი
აზრიც არსებობდეს. რუსი ერისათვის ასეთებია იმპერიის შემქმნელი
პეტრე დიდი და საბჭოთა იმპერიის შემქმნელი იოსებ
სტალინი. მესამე `დემოკრატიული~ იმპერია ჯერ არ შექმნილა.
რუსეთის იმპერიის შემქმნელი პეტრე დიდის ცხოვრება და
მოღვაწეობა ყოველთვის დიდი ინტერესისა და აზრთა სხვაობის
საგანი იყო. ქართული საზოგადოებაც არ წარმოადგენდა ამ მხრივ გამონაკლისს..
არც ავტორი.
მსოფლიოში არსებული ეთნოსები
(ერები), სხვა ნიშნებთან ერთად, ასაკითაც
განსხვავდებიან. არიან ახალგაზრდა,
საშუალო ასაკის და უძველესი წარსულის
მქონენი. ქართველობა უკანასკნელს
მიეკუთვნება. მისი ისტორიული გზის
დახას
იათებას ეძღვნება წინამდებარე
ნაშრომი.
წიგნი
წიგნი

დვალები
დვალების ეთნიკური რაობისა და წარმომავლობის საკითხს ბევრი
ავტორი შეხებია, საკითხი კი დღემდე გაურკვეველია.
განსაკუთრებულ ინტერესს ოსი და ქართველი მკვლევარები იჩენენ.
მათი აქტიურობა გასაგებია. უნდათ, მაგრამ ერთი-მეორეს ვერ აჯერებენ დვალების ოსურ თუ ქართულ ეთნიკურ წარმომავლობაში. ავტორის მცდელობა, მიუკერ ძოებლად განიხილოს საკითხი, მკითხველთა ობიექტურ შეფასებას იმსახურებს.
წიგნი