top of page
ალექსანდრე ახატნელი

19 აპრილი 1938

ისტორიულ და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი,

საქართველოს ისტორიის თემატიკის აქტიური მკვლევარი. 


მის მიერ შექმნილ ნაშრომთაგან ბევრი არ არის ფართე საზოგადოებისათვის ცნობილი. ხელნაწერის უფლებით არსებობს: „კ. მარქსი და ფ. ენგელსი კომუნიზმზე გადასვლის კანონზომიერება, მარქსიზმი - უდანაშაულო დამნაშავე“ და სხვა.


ა. ახატნელის სამეცნიერო ნაშრომები არ იმეორებენ საზოგადოებისათვის ცნობილ თემატიკას. მისი „რევოლუციური ანექსია, ქართველთა ეთნოგენეზი, კავკასიონთა ეთნოგენეზი, პოლიტოლოგიის საფუძვლები“  და სხვა არ ეხება სხვათა ნააზრევს. მან ცადა ჭეშმარიტება გაერკვია დვალების, აფხაზების რაობის საკითხებში. არსებულ სამეცნიერო ლიტერატურაში ეს საკითხები ყურადღების გარეშე დარჩა. თვით ისეთი საკითხი, როგორიცაა „სტალინიზმი“ არ გამხდარა განხილვის საგანი. 


ავტორს ცალკე აქვს განხილული ისტორიაში პოზიტიურისა და ნეგატიურის კანონზომიერება. ეს მაშინ, როდესაც 70-იანი წლები ე. შევარდნაზის მეთაურობით უნდა ჩაითვალოს საქართველოში ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლის პერიოდად. 


ა. ახატნელი საქართველოს ისტორიის გარკვეულ მომენტებს პიესების სახით აღწერდა, ფსევდონიმით სანდრო პაპა. სულ 30-ზე მეტი პიესაა დაწერილი. ამის გარდა აქვს ლექსების პატარა კრებულები: გალობანი სიყმაწვილისანი, გამოცანის ამოცანა, ანა-ბანა, გალობანი სიბერისანი. სწუხს მხოლოდ ის, რომ ნაშრომებს ქმნიდა ჩუმად, საკუთარი შემოქმედება ჩრდილში რჩება. იგი ნაცნობი ვერ გახდა საზოგადოებისთვის.


მის ოჯახს გვსურს რომ საზოგადოებას გავაცნოთ მისი ნამუშევრები. 
 

"მე ის კაცი ვარ, ვინც დაიბადა ცეცხლის მეფედ და რკინის მკვნეტელი,

ვინც ღმერთს შებედა და არ დანებდა, და ერგო ხუნდი დაუწყვეტელი,

ის იბერი ვარ, ომგადახდილი ტიგრის ტალღებით სისხლს რომ იბანდა,

ჰქმნიდა – ანგრევდა, ანგრევდა – ჰქმნიდა, ბევრი აკლდა და ბევრსაც იტანდა,

ეგეოსიდან კასპიის ტბამდე ხმალჩაუგებელ გზებით ვიდოდა,

ჰქონდა გულისთქმა ამირანული, ამირანობის ცეცხლით იწოდა,

მე ის კაცი ვარ ღმერთს რომ ებრძოდა, ღმერთი იყო და ღმერთებს მიჰგავდა,

მე ის ღვინო ვარ, დაცლა რომ სურდათ, შესმა რომ სურდათ და არ გათავდა,

ის ხალიბი ვარ, მიუვალ მთებში რკინად რომ იდგა და ფოლადს ჭედდა,

ის მაკრონი ვარ მტერთან ბრძოლაში, ბარიკადებად რომ დაკლა დედამ,

ფარნავაზი ვარ, ასოს რომ ქმნიდა ქართული სიტყვის ბედის მჭვრეტელი,

 

მე ის კოლხი ვარ, კოლხეთის მიწას ვინც მისცა მადლი დაუშრეტელი,

ჰენიოხი ვარ ქედმოუხრელი, ლილეოს ხმებით მზეს რომ ხვდებოდა,

ვისაც კლავდნენ და მტრების ჯინაზე, ასჯერ ძლიერი იბადებოდა,

გუთნის დედა ვარ იბერიელი, ვინცა სძულდათ და ვისაც ბაძავდნენ,

თავდადებული, აღმაშენები სამშობლოსათვის ვინაც გათავდნენ,

მე ის კაცი ვარ, მგლად რომ სახავდნენ, ზედაშესავით ტკბილად მოუბარს,

ვისაც ეძახდნენ დიდს და დიდებულს, სეფეს და მონას, ყმას და მოურავს,

მე ის კაცი ვარ, ქაჯეთის ციხეს მიუსვლელთან რომ შეუბა კარი,

უმაგალითოს სწევდა გმირობას, ქართული სიტყვის მხედართმთავარი,

 

ის ქვეყანა ვარ, ვის განუცდია მილიონობით ომი და ნგრევა,

მე ის კაცი ვარ, მიწა რომ იყო, მიწა არის და მიწად იქცევა."

საკონტაქტო ინფორმაცია

გმადლობთ დაკავშირებისთვის!

©2023 by Aleksandre Akhatneli, Powered and secured by Wix

საქართველოს ისტორია
bottom of page