

არგონავტიკა
დიდი ცოდვა & ცეზარი (ცხელი ზამთარი)
არგონავტთა კოლხეთში მოგზაურობის, მეფე აიეტის, მისი ქალიშვილი
მედეას გატაცების, არგონავტთა შვილების ტროას ომში
მონაწილეობის თემატიკა საყოველთაოდ ცნობილია.
ათასწლეულების განმავლობაში ბევრი ეთნოსის რჩეული მოაზროვნენი
განიხილავდნენ მასთან დაკავშირებულ საკითხებს. გამონაკლისს
არც ქართველ-კოლხები წარმოადგენდნენ. რამდენიმეჯერ
იყო მცდელობა, იქ მოთხრობილი თავგადასავლები გაემეორებინათ.
საკმარისია?
ქვეყნის მეთაური მხოლოდ ერის ინტერესების მიხედვით უნდა
მოღვაწეობდეს. ამ გზით გახდება იგი სახელიანი. თუ მეთაური სუბიექტური,
ოჯახური, კლანური (პარტიული) ინტერესების მსახურია, ქვეყანა
ტრაგედიას, ხოლო თვითონ გაორებულ შეფასებას ვერ აიცილებენ.
დიდი მებრძოლი იყო ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II. დიდი იყო
მისი მცდელობა, მაგრამ გარემოცვის ტყვე შეიქმნა და ქვეყანამ ტრაგედია
ვერ აიცილა. ამ საკითხს ეხმაურება წინამდებარე ნაშრომი
წიგნი
წიგნი

ეძიე ქალი
XVII ს. საქართველოს სამეფო-სამთავროებისათვის
ძნელბედობის პერიოდია. მხოლოდ გარეშე მტრების სიძლიერე კი არა, შინაგანი სოციალურ-პოლიტიკური და იდეურ-კულტურული დაქვეითება-დაცემა უწყობდა ხელს ყოველივეს. ერთი ასეთი მაგალითია განხილული წინამდებარე
ნაშრომში. წამკითხავმ ა გაარკვიოს, რამდენად დავშორდით
ასეთ მოვლენებს.
წიგნი

მედეა & შუშანი
არგონავტების კოლხეთში ლაშქრობის, ოქროს საწმისის გატაცების,
აიეტის ასულ მედეას როლის თემატიკა ამოუწურავია.
თვით გადმოცემები იძლევა მრავალ ვარიანტს. ამიტომ გასაკვირი
არაა, რომ ამ თემატიკას ძველად თუ ახლა მრავალი შესჭიდებია.
მსოფლიო სამეცნიერო თუ მხატვრულ შემოქმედებას რომ შევეშვათ,
აზრთა სიმრავლე არც ქართველობას აკლია.
წიგნი


კომედიანტები
მოგონილი სიმართლე
ჩავლილმა საპრეზიდენტო არჩევნებმა დიდი მითქმა-მოთქმა
გამოიწვია. ამ პროცესების შეფასებისას, საზოგადოებრივი
აზრი არაერთგვაროვნად ჩამოყალიბდა, თუმცა ყველა თანხმდება
ერთ საკითხში: არჩევნებში არა ერთი ხარვეზი და კანონთან შეუსაბამო ფაქტი გამოვლინდა. უდავოა, ყოველივე, რაც მოხდა, გამოწვეული იყო მმართველი
ხელისუფლების დაუფარავი შიშით, რათა არ რესტავრირებულიყო
წინამორბედი ხელისუფლება.
ყოველ ერს ჰყავს კარგი თუ დასაწუნი მოღვაწეობით
გამორჩეული შვილები. ბევრი მათგანის
შესახებ ცნობების სიუხვეა, ზოგიერთი კი საერთოდ მივიწყებული.
ქართული საისტორიო მწერლობა ძუნწად აღნიშნავს, რომ VI საუკუნეში. ლაზიკის გამოჩენილი მეფე გუბაზი მტრებმა ღალატით მოკლეს. X საუკუნეში კი სამეფო-სამთავროების გაერთიანების იდეის ავტორია იოანე მარუშის ძე.
ნათელმოფენილი არაა, ვინ იყო იგი, რაშია მისი
დამსახურება, რა ისტორიულ ვითარებაში უწევდა მოღვაწეობა და ა.შ.
წიგნი
წიგნი


პეტრე პირველი
საჯილდაო (16 პიესა)
რუსეთის იმპერიის შემქმნელი პეტრე დიდის ცხოვრება და
მოღვაწეობა ყოველთვის დიდი ინტერესისა და აზრთა სხვაობის საგანი იყო. ქართული საზოგადოებაც არ წარმოადგენდა ამ მხრივ გამონაკლისს..
არც ავტორი.
მოცემულ ნაშრომში იპოვით 16 პიესას: გაყრა, ილი, აიეტი, ტროა, ამრი, არმაზი, მითრიდატე, რადამისტი, სერაფიტი, ნინო, სუბარმახიოსი, უჯარმა, თეოდოსი, ბაზალეთი, შეთქმულება, მოღალატე.
წიგნი
წიგნი


ცხელი ზაფხული
ბიძინა
ნაწარმოების პერსონაჟები, მათი სახელები და გვარები, ნააზრევი და დიალოგები შერჩეულია შემთხვევით და, გამონაკლისის გარდა, პიროვნებებს არ შეეხება. პიროვნებები იუმორს გაიგებენ, არაპიროვნებები აიტანენ. რედაქტორი და გამომცემელი ყოველთვის არ იზიარებენ ავტორის თვალსაზრისს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ დემოკრატიის პირობებში განსხვავებულ აზრს არსებობის უფლება აქვს.
ადამიანს საფიქრ-სადარდელს რა
გამოულევს? რაც უფრო მძიმეა განსახილველი საკითხი, მით მეტია მისი იუმორით წარმოჩენის სიკეთე. ამიტომაა ავტორის ნაშრომები იუმორით გაზავებული. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არც ეს
ნაწარმოებია გამონაკლისი.
წიგნი
წიგნი

ცოტნე
ცოტნე დადიანის მამულიშვილური თავდადების შესახებ ყველას სმენია. სამწუხაროდ, ყველამ როდი იცის, როგორ ისტორიულ გარემოში ცხოვრობდა, რა ვითარებაში ჩაიდინა გმირობა, რამ განაპირობა ქართველთა შეთქმულება, რა ედო საფუძვლად მათ ერთობას, რამ აიძულა მტერი წასულიყო დათმობაზე, როგორ დასრულდა ყოველივე და სხვა. ნაშრომი ზოგიერთი ხარვეზის გამოსწორებას და თავად ფაქტებისადმი ინტერესის განახლებას ისახავს მიზნად. დღევანდელობა ამ აუცილებლობას მოკლებული არაა. არც ის იმედია საფუძველს მოკლებული, რომ
საზოგადოება ინტერესით გაეცნობა ამ პატარა წიგნს.
წიგნი